აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს - ადგილზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს

აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს - ადგილზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გუშინ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დგანან - პარლამენტის სხვა შესასვლელები თავისუფალია.

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული. გარდა ამისა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ის სპეცტექნიკაც გამოჩნდა.

როგორც ცნობილია, ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს - ძლიერი საქართველოს წევრ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს.

დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.