აქციის მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს

აქციის მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს

საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი შატბერაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

ინფორმაციის თანახმად, დაკავებული რუსთაველის გამზირიდან სახლში ბრუნდებოდა, თუმცა გზაში პოლიციელებმა აიყვანეს.

მას ოჯახის წევრები 2 საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. მოგვიანებით კი მის ცოლს შეატყობინეს, რომ გიორგი შატბერაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.