აქციაზე დაზარალებული: ერთ დარტყმაზე ვითიშებოდი და მეორე დარტყმაზე ვფხიზლდებოდი

ერთ დარტყმაზე ვითიშებოდი და მეორე დარტყმაზე ვფხიზლდებოდი. განსაკუთრებით, თავის არე ჰქონდათ არჩეული. რანაირად არ ვიფარებდი ხელებს. სახეში მირტყამდნენ და ფეხებში. ცემა-ცემით გამატარეს მთელი სპეცრაზმი, უკვე ქუჩის მხარეს რომ აღმოვჩნდი, იქ თქვეს იღებენო და ამ დროს გამიშვეს ხელი. ხელი რომ გამიშვეს, წამოვდექი, გადავდგი ორ ნაბიჯი, მაგრამ გავითიშე და წავიქეცი. დაცემის მომენტში ისევ გამოვფხიზლდი, თვალი რომ გავახილე, ესენი ისევ მორბოდნენ ჩემკენ. დაგდებულზე კიდე რომ შემდგნენ, ვიღაცა გადამეფარა, მკვდარია დაანებე თავიო, და ამ დროს შემეშვნენ. მომკიდეს ხელი და შემაგდეს "მარშუტკაში".

ამის შესახებ აქციაზე დაზარალებულმა ლევან ბუდაღაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.