8-დღიანი პატიმრობის შემდეგ აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ იზოლატორი დაკავეს.
დევიძემ პატიმრობის დროს საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდების შესახებ არასამართლიანი იყო და მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა.
"დაგვაკავებენ, გვცემენ თუ რა ფორმით ეცდებიან ჩვენს დაშინებას, ჩვენ მაინც ვერ დაგვაშინებენ. საკანში ვიქნებით თუ როგორც ვიქნებით, ჩვენს ფიზიკურ სხეულზე ვერ მოიპოვებენ ვერანაირ ძალაუფლებას, პირიქით, პრობლემებს შევუქმნით, შევაწუხებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მწამს, რომ ჩვენ ახლა ვართ ისტორიული ბრძოლის ასპარეზზე, ვწერთ ახალი საქართველოს ისტორიას. აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება სახელოვანი", - თქვა ისაკო დევიძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
ორივე აქტივისტი 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. მათ სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.