კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გაათავისუფლეს. ინფორმაცია ფორმულას კოალიციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ნიკა მელია დღეს თბილისი მოლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
დღეს, 2 თებერვალს თბილისის გასასვლელში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით ათეულობით მოქალაქე დააკავა, მათ შორის პოლიტიკოსებიც.
პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს.