თავისუფლება რეჟიმის პოლიტპატიმრებს - ამ მოწოდებებით აქცია დღესაც გაიმართა. ამჯერად მსვლელობა მედიამ მოაწყო. ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურასთან მივიდნენ. მზია ამაღლობელის გათავისუფლების გარდა მოთხოვნაა შეუჩერდეს უფლებამოსილება პოლიციის მაღლჩინოსან დგებუაძეს. აქცია დღეს ბათუმშიც გაიმართა.