ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.95% შეადგინა.
"ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით შეადგინა - 2 060 412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია,
ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვინაიდან, ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება", - თქვეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო.
2016 წელს - 51.63% იყო.
2012 წელს - 60.8%.