ადგილობრივი აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის თქმით, ხაშურის მერიაში მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ლალიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საჯარო მოხელეები ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფენ. გორის მოადგილის თქმით, "ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გაუგებრობას, რომელიც მოგვარდა".
როგორც ცნობილია, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს, რადგან ის მერიის შენობაში მოხდა.
"ნებისმიერ საქმიანობაში, როცა ადამიანები საქმეს აკეთებენ, არის სამსახურებრივი გაურკვევლობები. სამსახურებრივ გაურკვევლობას ვადასტურებ, რომელიც მოგვარდა. მეტყობა, რომ ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი ვარ? არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ იყო. ვაგრძელებთ სამუშაოს ორივე მოხელე" - ამბობს მერის მოადგილე, ზვიად გოგუაძე.
სატელეფონო საუბარში ფაქტს უარყოფს სამსახურის უფროსი სერგი ლილუაშვილიც.
"პრობლემა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, დაპირისპირება და მითუმეტეს ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. ვინც გაავრცელა, იმას კითხეთ. ზოგადად, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე და მერე აიტაცებენ ხოლმე, არანაირი უთანხმოება მე არავისთან არ მაქვს"- ამბობს ლილუაშვილი.