აქტივისტი იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

აქტივისტი იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

იოსებ ბაბაევს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

იოსებ ბაბაევი გორში კაფეს ფლობს, რომლის წინ ქართულმა ოცნებამ სცენა დადგა, საიდანაც 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტი, ივანიშვილის ჩამოსვლისთვის სამი დღით ადრე ქალაქში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდა. სწორედ ამას უკავშირებენ დაკავებას მისი მეგობრები.

***

იოსებ ბაბაევი გორში 5 ივნისსაც დააკავეს. მაშინ საქმე იარაღის უკანონ ტარებას ეხებოდა. მაგრამ სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბაბაევი გაათავისუფლა.

მოსამართლემ უკანონოდ შეაფასა აქტივისტის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და დაუშვებლად მიიჩნია ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რადგან მოსამართლის განმარტებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა.

მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო ავტომანქანიდან ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩინა. პროკურატურას ბრალის წაყენებისა და გამოძიების თავიდან დაწყების საშუალება მიეცა.