
ალექსი ახველდიანმა, რომელსაც ბრალად იარაღის დაუდევრად შენახვა ედება, თორენიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, რიჟვაძესთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისთვისაც შეზღუდულია და ამ დროისთვის, მას 2-თვიანი ფსიქოლოგიური მკურნალობა უტარდება.
ახვლედიანის ცნობით, თორნიკე რიიჟვაძეს მომდევნო რამდენიმე დღეში თურქეთში თვალის ოპერაციას ჩაუტარებენ.
მან ინციდენტის დღეს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.
იგი ამბობს, რომ მასთან საუბრებში რიჟვაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება სურდა და მას საქმიანობის გაგრძელება დიპლომატიაში სურდა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში.
ახვლედიანი აცხადებს, რომ მას სროლის ხმა არ გაუგია.
"ბოლო წელწადნახევარი თორნიკე არაერთხელ ამბობდა რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, იმიტომ რომ თვლიდა, 7 წელი ძალიან ბევრი იყო როგორც მისთვის, ისე რეგიონისთვის. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ ისეთი შემართებით ვეღარ ვარო. მისი ეს სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 არჩევნებზე. სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიაში. ვერ გეტყვით ამის შესახებ უთხრა თუ არა პრემიერს, შესაბამის დროს ელოდა, ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, არ დამიზუსტებია. როგორც მომიყვა გათავისუფლების შემდეგ შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ გაეგრძელებინა დიპლომატიურ სამსახურში, თუ იქნებოდა საშუალება დიდ ბრიტანეთში...
ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დასატენად და რამდენიმე წუთში მესმის ზარი, გამოვედი - დავხედე და თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ხო ძმაო, გისმენ - გისმენ და ხმა არ გამცა. მერე გადავურეკე და აღარ იღებდა, რო არ იღებდა გამოვედი ინსტიქტურად რა ხდება რა. მე გასროლის ხმა არ გამიგია, ძალიან შორს იყო. მე წავიყვანე საავადმყოფოში. გონზე არ იყო", - თქვა მან.