ახმეტაში 40 წლამდე კაცი მოკლეს

ახმეტაში 40 წლამდე კაცი მოკლეს

წუხელ ახმეტაში, სოფელ ქისტაურში, 40 წლამდე კაცის მოკლეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი “ეჭვიანობა” გახდა. სიტყვიერი დაპირისპირება ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დასრულდა.

დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავეც, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად რამაზ ლეფსვერიძეს ესროლეს, რის შემდეგაც მან ჯაბა კვიცაშვილს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.