სამთავრობო POSTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა.
სოხაძე ფორმულასთან ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გასართობი გადაცემის წაყვანა არ შეუძლია, შეჩერების ინიციატორი კი თავად იყო.
"ჩემი თხოვნა და ინიციატივა იყო, რომ გაგვეჩერებინა გადაცემა იმიტომ, რომ ახლა არ შემიძლია გასართობი გადაცემის წაყვანა.
არ ვიცი [დაბრუნდება თუ არა], საერთოდ ვიცით, ვინ სად ვბრუნდებით და რას ვაკეთებთ? ასეთი მღელვარება და მდგომარეობაა ქვეყანაში და რა დროს ჩემს გადაცემაზე ლაპარაკია.
არც [დახურვა] გამიკვირდება, საერთოდ არაფერი აღარ მიკვირს ამ ქვეყნად, მაგრამ არ მომხდარა და ტყუილს ხომ ვერ ვიტყვი? არავის ჩემი გადაცემა არ დაუხურავს, უბრალოდ გავაჩერეთ გადაცემა. ჩემი ინიციატივა იყო, ვუთხარი, რომ ვერაფრით წავიყვან ახლა ამ გადაცემას", - თქვა მან ფორმულასთან.
POSTV-ის უკვე ყოფილი წამყვანი ანა ამილახვარი ამბობს, რომ ძალადობის დაგმობისა და რუსული კანონის შემობრუნების გამო გაოცებისთვის სამთავრობო ტელევიზია POSTV-დან გაათავისუფლეს. მისი თქმით, დაიბარეს და უთხრეს, რომ ტელევიზიაში მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანი ვერ იმუშავებდა.
მანამდე რუსული კანონი და ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა ირმა სოხაძემაც.