
ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თავდაპირველად, ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა. გამოცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი 2 წლისაა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.