ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ცნობით, საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში სვლას იწყებს.
"საპროტესტო მანიფესტი იწყებს სვლას რეგიონებში!
1 თებერვალი-აჭარა!
2 თებერვალი- სამეგრელო!
ბათუმის მერია/Batumi City Hall
zugdidi.gov.ge
შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება!
P.S გავდივართ ახალი თეატრიდან 1 თებერვალს 9:00 საათზე", - წერია თეატრის განცხადებაში.
***
23 იანვარს, რეჟოსორმა დავით დოაიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან საპროტესტო მანიფესტის დროს რეგიონებში გასვლა დაანონსა.
„ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს, ეს ჩვენი ბრძოლა იყო, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება აუცილებლად. აქვე ვაანონსებ - ახალი თეატრი გადის რეგიონებში, ყველგან, მივალთ და ყველას დაველაპარაკებით, ნახავთ რა შეუძლია თეატრს. ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს", - თქვა დოიაშვილმა.