დარღვევებით აშენებული კიდევ ერთი ობიექტი, რომლის შეკეთებაც მოქალაქეებმა უნდა დააფინანსონ. მილიონ ლარამდე დაიხარჯება იმ ავტობაზის რეაბილიტაციაზე, რომელიც დავით ნარმანიას მერობის დროს ხარვეზით ააშენეს. მუნიციპალური სადგომის მშენებლობას 13 მილიონი მოხმარდა, მაგრამ გახსნიდან მალევე დაზიანდა. დარღვევები მოხვდა აუდიტის დასკვნაში, თუმცა არც კომპანია დაუჯარიმებიათ და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია ვინმეს. ქეთი ნადიბაიძე მუშაობს თემაზე, ქეთი, რა იკვეთება ახალი შესყიდვიდან