
მთავრობის აკრძალვის მიუხედავად ბუდაპეშტში "უნგრეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური" ლგბტქ+ პრაიდი გაიმართა.
მედიის თანახმად, მასში მონაწილეობა დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა მიიღო.
პრაიდის ერთერთი ორგანიზატორი ბუდაპეშტის მერი იყო, მსვლელობაც მერიის შენობიდან დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეებს, ლგბტქ+ სიმბოლიკებთან ერთად, ანტისამთავრობო ბანერები ჰქონდათ.
უნგრეთში პრაიდი ვიქტორ ობანის მემარჯვენე პოპულისტურმა მმართველმა პარტიამ მარტში აკრძალა.