რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის აითაჯის დედა და ბიძა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დედას - 3 წლით, ბიძას კი - 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით არიან დაკავებულები.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული - აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა და მკვლელობაში ბრალდებული კაცის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
16 ოქტომბერს ფორმულამ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში ბრალდებულების ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.