გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (აი, ფაქტი) ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რომელშიც იმ მიზეზებზე საუბრობს, რითად შესაძლოა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისოლ ჯგუფის პოზიცია აიხსნას.
ერთი კვირის წინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები შეხვდნენ და იმსჯელეს იმაზე, უნდა გამოხატონ თუ არა ერთიანი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ამ შეხვედრას ვისოლ ჯგუფიც ესწრებოდა.
გადაწყდა, რომ ასოციაციამ ერთიანი პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს. ვისოლ ჯგუფს პროტესტის მიმართ პოზიცია არც მანამდე დაუფიქსირებია. ვისოლი არ შეუერთდა თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე განთავსებულ განცხადებას, რომლითაც კომპანიები პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ. ამ განცხადებას დღეისთვის 2 426 ბიზნესი და კომპანია შეუერთდა.
უფრო ადრე კი, 2024 წლის გაზაფხულზე, ფხაკაძეებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომლის მიღება მაშინდელ პარლამენტს უწყვეტი, მრავალათასიანი პროტესტის ფონზე მოუწია და რომელსაც უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ევროკავშირისა და დასავლური დემოკრატიების მხრიდან. აი, ფაქტი წერს, რით აიხსნება ვისოლ ჯგუფისა და ძმები ფხაკაძეების დუმილი. ჟურნალისტური გამოძიება ჰყვება იმ სამ ფაქტზე, რომელიც, შესაძლოა, ბიზნესმენთა დუმილის მიზეზი იყოს.
სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 2010 წლიდან დაიწყო. “ვისოლ ჯგუფის” “შვილობილმა” კომპანია – “ვისოლ ავტო ექსპრესმა” კი – 2013 წლიდან.
მხოლოდ 2024 წელს სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული 857 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან 852 გამარტივებული სახით, პირდაპირი შესყიდვით გაუფორმდა. ჯამში, ამ კონტრაქტების ღირებულება 8.7 მილიონი ლარია.
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 2010 წლიდან დაიწყო. “ვისოლ ჯგუფის” “შვილობილმა” კომპანია – “ვისოლ ავტო ექსპრესმა” კი – 2013 წლიდან.
მხოლოდ 2024 წელს სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული 857 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან 852 გამარტივებული სახით, პირდაპირი შესყიდვით გაუფორმდა. ჯამში, ამ კონტრაქტების ღირებულება 8.7 მილიონი ლარია.
2022 წლის შემოდგომაზე შპს “კოსტავა თაუერსმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა ყოფილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა თბილისში, კოსტავას 68-ში. ქონებაში კომპანიამ 76.8 მილიონი ლარი გადაიხადა.
შპს “კოსტავა თაუერსის” მფლობელია შპს “ალმა”. “ალმას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ვასილ, ლევან და სამსონ ფხაკაძეები. შპს “ალმას” 100-პროცენტიანი წილი კი მალტაში რეგისტრირებული კომპანიას, “გლობალ ინვესტორს ლიმიტედს” ეკუთვნის.
ძმები ფხაკაძეები დეველოპერული ბიზნესის განვითარებაზე არანაკლებ ზრუნავენ. 2023 წელს მათმა კომპანიამ, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუმ” „ქართუ ფონდისგან“ შეიძინა 80 000 კვ.მ. ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარედ. აქაც, საზ.მაუწყებლის ტერიტორიისა არ იყოს, დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
როგორც კომპანიის მიერ გასაჯაროებული პროექტიდან ირკვევა, ტერიტორია ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ ნაწილზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 25 სართული იქნება. მეორე ნაწილი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით, სადაც შენობების მაქსიმალური სიმაღლე 79 სართული იქნება.