აგვისტოდან გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება
დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, აგვისტოდან გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - მარკ კლეიტონს გარეთ უორდი შეცვლის.
როგორც ცნობილია, საქართველოში 4 წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.
საელჩოს ცნობით:
- გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს
- 2022 - 2024: გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი
- 2018 -2022: დიდი ბრიტანეთის ელჩი, ვიეტნამი
- 2017: უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია
- 2014-2017: გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO), დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი
- 2010 -2013: დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული, სანკტ-პეტერბურგი
- 2007-2010: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივანი, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინი
- 2002-2006: ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO)
- 1998 - 2002: მეორე პოლიტიკური მდივანი, ბრიტანეთის საელჩო, მოსკოვი.