ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძეს 15 კგ აქვს დაკლებული და გადაადგილება უჭირს

ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძეს 15 კგ აქვს დაკლებული და გადაადგილება უჭირს

ადვოკატის ცნობით, თემურ ქათამაძეს, რომელლიც 21-ე დღეა შიმშილობს, 15 კილოგრამი აქვს დაკლებული და გადაადგილება უჭირს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

უფლებადამცველის თქმით, მიუხედავად შსს-სთვის არაერთი მიმართვისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"დღეს 21-ე დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესახებ, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ინფორმაცია დღემდე არ გვაქვს, ჩვენ მივმართეთ როგორც შსს, ასევე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს. ამ დღეების განმავლობაში მას უკვე დაკლებული აქვს 15 კილოგრამი, რომელიც შესამჩნევიც არის. უკვე უჭირს გადაადგილება, რამაც გამოიწვია ის, რომ ხვალ ვეღარ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებად, როგორც თავად განაცხადა. იმ პროცესზე, რომლისთვისაც ამ დღეების განმავლობაში ძალიან ემზადებოდა და მნიშვნელოვანი იყო მისთვის"- თქვა ადოკატმა.