ადვოკატი: პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენეს

ადვოკატი: პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა აღნიშნა, რომ საბა სორდიამ მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში შეიტყო, რომ დაკავებული იყო. მისივე თქმით, გზაში პოლიციის მანქანაში ჟურნალისტის მიმართ ჰომოფობიური ფრაზები ისმოდა და პოლიციელები GoPro კამერის დაზიანებით დაემუქრნენ.

დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც თორდია ჩანთის გახსნას თვითონ ცდილობდა. იურისტის თქმით, სამართალდამცავებმა მას ხელი მოჰკიდეს, ძალით ჩასვეს მანქანაში და განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის უცნობია, გადაიყვანენ თუ არა თორდიას სასამართლოში. ადვოკატი აპირებს, მომხდარის გამო სახალხო დამცველს მიმართოს.

გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა თორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.