ადვოკატი: ჯანმრთელობის გამო საბადრაგო სამსახურის მხრიდან გიორგი ჩიკვაიძის ეტაპირება ვერ ხერხდება

ადვოკატი: ჯანმრთელობის გამო საბადრაგო სამსახურის მხრიდან გიორგი ჩიკვაიძის ეტაპირება ვერ ხერხდება

გიორგი ჩიკვაიძის სასამართლოში ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან ეტაპირება არ მოხდება, - აღნიშნულის შესახებ ჩიკვაიძის ადვოკატმა თემურ ადონიამ განაცხადა.

"გიორგი შიმშილობის უკვე მე-14 დღეა. საბადრაგო სამსახურის ცნობით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ მის ეტაპირებას. თვითონ გიორგის სურვილია, დაესწროს სხდომას", - განაცხადა ადონიამ.

განახლება:

პროცესი 17 აპრილისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, 11 მარტს, გიორგი ჩიკვაიძეს დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.

12 მარტს, ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო. დაკავებამდე მან არაერთხელ თქვა, რომ ოცნების რეჟიმი მის დაპატიმრებას აპირებდა.