ადვოკატი: აზერბაიჯანმა მოითხოვა სადიგოვის დაკავება, ვეცდებით ექსტრადიცია არ მოხდეს

აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნით მოხდა ბატონი სადიგოვის დაკავება. იქ ძებნაშია გამოცხადებული. მოთხოვნა იქნა გამოგზავნილი ქართული მხარისადმი და ამის საფუძველზე დააკავეს. ითხოვეს მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცდებით რომ ექსტრადიცია არ მოხდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

განაცხადა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ. რამდენიმე საათის წინ, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს.