
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ქართულმა ოცნებამ ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის დეტალები და პრინციპები ქართული ოცნების არალეგიტიმურმა, ერთპარტიულმა დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
"წარმოდგენილი საკანონდმებლო პაკეტი გულისხმობს, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნება ერთი მხრივ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა, ხოლო მეორე მხრივ, უკანონოდ დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, რომელიც ცალკე მუხლად გამოიყოფა და შესაბამისად, გაიზრდება აღნიშნული დანაშაულის სასჯელისთვის ზომები.
ცალკე შემადგენლობად განისაზღვრება ფსიქოტროპული ნივთიერებების, მისი ანალოგის, ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან გაყიდვა. შემოგვაქვს ახალი მოცემულობა, რომ დღევანდელ მოცემულობაში ნარკოტიკების გასაღება მოიცავდა ერთი ნარკოდამოკიდებულის მიერ მეორესთვის ნარკოტიკის გადაცემასაც, თუმცა, ახლა გთავაზობთ, რომ ერთმაენთისგან გაიმიჯნოს ის ადამიანები, რომლებიც ყიდიან სიკვილს, იღებენ მატერიალურ ან ფულად სარგებელს და მათ მიმართ იყოს განსაკუთრებულად მკაცრი პასუხისმგებლობა, მცირე ოდენობისთივს პასუხისმგებლობა 12 წლიდან, იქნება 12-დან 20 წლამდე ან უვადო, დიდი ოდენობის შემთხვევაში 14 წლიდან 20 წლამდე ან უვადო, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო. ამასთანავე, ცალკე მუხლად არის სხვა საშუალებები - ფსიქოტროპული ან მათი ანალოგების მავნე საშუალებების გაყიდვაზე და აქაც რიგ შემთხვევაში გამკაცრდება სასჯელი.
შემოგვაქვს ახალი რეგულირებაც, [..] კერძოდ, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, რომ თუ ადამიანი არის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, მას ეს ვიზუალურად ეტყობა და არსებობს საკმარისი შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიციელს გაუჩნდეს მისი გადამოწმების საშუალება, მაშინ ან პოლიციელი გადაიყვანს შესაბამის ტესტირების დაწესებულებაში ან შეუძლია არ გაყვეს პოლიციელს და თვითონ ექნება შესაძლებლობა 8 საათის გამნავლობაში ჩაიტაროს ტესტირება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს შესაბამის ორგანოს. თუ ასე არ მოიქცევა, ჩაითვლება რომ თავს არიდებს ტესტირებას, რაც ცალკე სამართალდარღვევა იქნება და ზუსტად იგივე პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რასაც ნარკომომხმარებლის შემთხვევაში და ჯარიმა იქნება 500-დან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.
და რაც მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის ნარკომომხმარებელი, მას 3 წლის ვადით შეეზღუდება მართვის მოწმობით სარგებლობა, ხოლო 5 წლის ვადით ან საჯარო სამსახურში დასაქმება, პედაგოგიური საქმიანობა. ასევე იარაღთან დაკავშირებული სხვა უფლებები. ამავდროულად, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ 1.5 წლის შემდეგ თუ პირი შესაბამის ტესტს მიიტანს, რითაც დასტურდება, რომ აღარ არის ნარკომომხმარებელი, ასევე გადაიხდის გარკვეულ თანხას, შეძლებს, რომ აღიდგინოს მართვის მოწმობა. ვერც აიღებს მართვის მოწმობას 3 წლის ვადაში თუ ნარკომომხმარებლობა დადასტურდება.
ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში იქნება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ორგანიზებულ დანაშაულს მიეკუთვნება ნარკოტიკების გასაღება, გაყიდვა და ზუსტად ისეთი პასუხისმგებლობები და შედეგები იქნება, როგორიც არის ქურდული სამყაროს წევრებისთვის და კანონიერი ქურდებისთვის ან ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული სხვა პირებისთვის.
მარიხუანასთან, კანაფთან დაკავშირებით მიდგომა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება იგივე რაც სხვა ნარკოტიკებთან. დაანებობ თავი სპეკულაციებს", - თქვა გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე.