აბესაძე: 27 იანვარს ივანიშვილის ცოლმა კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა

აბესაძე: 27 იანვარს ივანიშვილის ცოლმა კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა

სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებლის ირაკლი აბესაძის ცნობით, 27 იანვარს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლმა ეკატერინე ხვედელიძემ კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა.

აბესაძის თქმით, დაფუძნებული სააქციო საზოგადოება GCF თანაინვესტორების ფონდია.

"სს "ჯი სი ეფ საქართველო" - 27 იანვარს ივანიშვილის მეუღლემ კიდე ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. GCF - ეს თანაინვესტირების ფონდია და შესაბამისად, ალბათ აქ მოიყრის თავს ყველა ის პროექტი, რომლის საბოლოო მშობელი კომპანია კაიმანის ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული.

ეს მეექვსე სააქციო საზოგადოებაა (მათ შორის წლების განმავლობაში თითქმის უფუნქციოდ მყოფი) , რომლის ნებადართული კაპიტალი ამ ბოლო პერიოდში 100 მილიონი ლარით განისაზღვრა. მათი ჯამური განთავსებული კაპიტალი კი ჯერ 31 მილიონი ლარია.

საინტერესოა, მომავალში წილების განთავსების შემთხვევაში, ვინ შეიძლება შეავსოს 569 მილიონი ლარი მხოლოდ ამ 6 სააქციო საზოგადოებაში? შეიძლება რუსებიც?!"- წერს აბესაძე.