Tbilisi Energy: გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

Tbilisi Energy: გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში მომხდარი ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია.

"გლდანის 5 მ/, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია", - წერია განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.