TWP: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს

TWP: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს

The Washington Post-ი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს.

ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული საკითხის განხილვის მიზეზი, გუშინ 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებია.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის მოიცავს მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებს, ავტომანქანებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს შეეხება, რომელიც ამჟამად უკრაინისთვის გადასაცემად მზად არის.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა The Washington Post-თან თქვა, რომ 28 თებერვალს, პრეზიდენტ ტრამაპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ოვალურ კაბინეტში გაჟღერებული მოსაზრებები და ზელენსკისთან დაპირისპირება წინასწარ შეთანხმებული და დადგმული არ ყოფილა.