TV25-ის მაუწყებლობა და ყველა სოციალური პლატფორმა შეჩერებულია

TV25-ის მაუწყებლობა და ყველა სოციალური პლატფორმა შეჩერებულია

TV25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები, ასევე არხის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა შეჩერებულია.

TV25 მიზეზებს არ განმარტავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს.

TV25-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სოლიდარობას უცხადებს ნეტგაზეთის ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს.

"პირველ რიგში, TV25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. TV25-ის დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს. მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 იანვრიდან TV25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია TV25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.

P.S. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს"- ნათქვამია განცხადებაში.