TI: ბათუმში ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელს მხოლოდ 3 000-ლარიანი გირაო მიუსაჯეს

TI: ბათუმში ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელს მხოლოდ 3 000-ლარიანი გირაო მიუსაჯეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ბათუმში ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელს 3 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ აფარებს რეჟიმი ხელს საკუთარ მოძალადე მხარდამჭერებს.

"14-15 იანვრის ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად ქორიძეს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს.

ჯგუფური ძალადობის მიუხედავად, ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს, დანარჩენი თავდამსხმელები დაუსჯელები დარჩნენ.

პროკურატურამ განზრახ დამალა დანაშაულის სრული სურათი და სხვა მონაწილე პირების როლები ამ დანაშაულში.

2025 წლის 24 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გოჩა სამხარაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად და მას მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.

ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ აფარებს რეჟიმი ხელს საკუთარ მოძალადე მხარდამჭერებს", - წერს TI.