Reuters: სერგეი ლავროვი 24 თებერვალს თურქეთში ჩავა

Reuters: სერგეი ლავროვი 24 თებერვალს თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, 24 თებერვალს თურქეთს ეწვევა, სადაც აშშ-ის ოფიციალურ პირებთან უკრაინის ომის დასრულების შესახებ გამართული მოლაპარაკებების შედეგებსა და ანკარის შესაძლო როლზე იმსჯელებს. ამის შესახებ Reuters თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრდან წყარომ განუცხადა.

თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, 2022 წელს, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მასპინძელი იყო.

"ანკარა მზადაა, კვლავ ითამაშოს შუამავლის როლი სამშვიდობო პროცესში", – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

ლავროვის ვიზიტი ემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავს.