Reuters: ისრაელსა და ჰამასს შორის 1 თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა

Reuters: ისრაელსა და ჰამასს შორის 1 თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა

ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის 1 თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა, რა პერიოდშიც იგეგმება მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლება ორივე მხრიდან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ისრაელის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ მოლაპარაკებებში, რომელიც 28 დეკემბერს განახლდა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ყატარის ეგვიპტისა და აშშ-ის წარმომადგენლები. მათი ძირითადი ფოკუსი ებრაელი მძევლების, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ისე სამხედროების გათავისუფლება იყო.

გამოცემის ცნობით, იგეგმება პალესტინელი პატიმრების განთავისუფლებაც და ამასთანავე, ღაზის სექტორისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.