Reuters: აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას ამზადებენ

Reuters: აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას ამზადებენ

Reuters ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე მუშაობენ.

გამოცემის ცნობით, აშშ და ევროპა აღნიშნული შეთავაზებისთვის მზადებას უკვე ასრულებენ, ხოლო რუსეთის მხრიდან მისი უარყოფის შემთხვევაში, მოსალოდნელი იქნება ახალი სანქციების დაწესება.

წყარომ ასევე განაცხადა, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება ჯერ არ არის დამტკიცებული და ის უახლოეს მომავალში კიევში, ევროპელი წარმომადგენლების შეხვედრაზე კიდევ უფრო დაიხვეწება.