გამოცემა POLITICO-ს ცნობით, უნგრეთმა ევროკავშირის ლიდერების განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ დაბლოკა.
"განცხადება, რომელიც უკრაინის ურყევი მხარდაჭერის პირობას დებდა მთელი ევროკავშირისგან, უნგრეთმა დაბლოკა", - წერს გამოცემა ორ დიპლომატზე დაყრდნობით.
როგორც POLITICO იუწყება, განცხადება მზადდებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფისის მიერ.
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი ახლა ახალ განცხადებაზე მუშაობს, რომელსაც ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გაავრცელებენ.