საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და შემოტანისთვის 4 პირს პატიმრობა შეუფარდა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ნაწილი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები "მდმა" და "ექსტაზი" ამოიღეს.
"მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.