ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის ცნობით, ქართული ოცნების მიერ დღეს მესამე მოსმენით დამკტიცებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.
PACE-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ქართველ კანონმდებლებს, კანონის ამოქმედებამდე სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
თეოდოროს რუსოპულოსმა მკაცრად დათმო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე, ასევე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ასევე მან დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.
"ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად მიუხედავად მათი აზრისა ამ კანონთან დაკავშირებით", - განაცხადა PACE-ის პრეზიდენტმა.
2024 წლის 16 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას რუსული კანონზე დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 აპრილს დაამტკიცა. კანონს ხმა 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.