NATO-ს ასამბლეის ხელმძღვანელი: იყო დაძაბული, პოლარიზებული გარემო, ასევე, დაშინება, ზეწოლა

პირადად მე რაც მაწუხებდა, ეს იყო შემდეგი საკითხები: დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, ასევე, დაშინების და ზეწოლის შემთხვევები ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნის გარეთ. ასევე, ხმის ფარულობის დარღვევა და არათანაბარი პირობები, განხეთქილების შემომტანი რიტორიკა და ასეთი იმიჯის დასახვა...

ჩემი მოვალეობაა, ვისაუბრო ამ არჩევნებზე და მოვამზადო ანგარიში, რათა მერე ასამბლეამ ხელახლა გადასინჯოს, ახალი კალიბრით შეამოწმოს და განაგრძოს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ ქართველ ხალხს, ვისაც უნდა დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში.

თქვა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა ფაიქ ოზთრექმა. [სინქრონული თარგმანი]