ISW: უკრაინულმა ძალებმა რობოტინოში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს

ISW: უკრაინულმა ძალებმა რობოტინოში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რობოტინოში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.

"20-21 აგვისტოს უკრაინულმა ჯარებმა ტაქტიკურად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რობოტინოში, ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინული ძალები წინ მიიწევენ რობოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია ტოკმაჩკას სამხრეთით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალების შეტევითი მოქმედებები რობოტინოს აღმოსავლეთით წარუმატებელია.

"უკრაინის თავდასხმები რობოტინოზე ტაქტიკურად მნიშვნელოვანია. უკრაინული ჯარების მუდმივი წინსვლა რობოტინოს რეგიონში, სავარაუდოდ, რუსეთის ძალებს შეასუსტებს", - ნათქვამია განცხადებაში.