ISW: უკრაინელებმა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს

ISW: უკრაინელებმა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.

"უკრაინულმა ძალებმა შემდგომ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით. რამდენიმე რუსული და უკრაინული წყარო იტყობინება, რომ უკრაინული ძალები ამ მიმართულებით წინ მიიწევენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინული წყაროს თანახმად, რუსეთის ჯარებმა გადაანაწილეს შედარებით ელიტური ფორმირების ძალები ლუჰანსკის რეგიონის კრემენაიადან ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთით მდებარე რობოტინოში.

ამასთან, ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარები წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან, ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ და დონეცკის რეგიონის დასავლეთით.