ISW: უკრაინელები ზაპოროჟიესა და ბახმუტის მახლობლად წინ მიიწევენ

ISW: უკრაინელები ზაპოროჟიესა და ბახმუტის მახლობლად წინ მიიწევენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები ზაპოროჟიესა და ბახმუტის მახლობლად წინ მიიწევენ.

"უკრაინული ჯარები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით და ბახმუტის მახლობლად, რუსები კი ავდიივკა დონეცკის ხაზის გასწვრივ შეტევებს ახორციელებენ.

27 სექტემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს მარინკას დასავლეთით (ქალაქ დონეცკის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში)", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა წარუმატებელი დარტყმები განახორციელეს სტეპნოეს აღმოსავლეთით (ავდიივკას ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში), ავდეევკას სამხრეთ-დასავლეთით და აგრეთვე ნოვოსელოვკას მახლობლად.