ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინა შეძლებს რუსეთის შეტევის შეჩერებას, თუ აშშ-ის დახმარება დროულად მიეწოდება.
"უკრაინის თავდაცვის ძალები შეძლებენ რუსების შეტევის შეჩერებას, თუ მათ აშშ-ის დახმარება დროულად მიეწოდებათ.
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ უორნერმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინას, მათ შორის ATACMS-ები, შესაძლოა, მომავალი კვირის ბოლომდე მიეწოდოს", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების სწრაფი მიწოდება უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს, ფრონტის ხაზზე დაწინაურდნენ.
20 აპრილს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს. სენატში კანონპროექტის განხილვა, სამშაბათს, 23 აპრილს შედგება.