ISW: უკრაინა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს აძლიერებს

ISW: უკრაინა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს აძლიერებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს აძლიერებს.

"როგორც ჩანს, უკრაინა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს აძლიერებს. 11 ნოემბერს, უკრაინელი პარტიზანები თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო შტაბს ოკუპირებულ მელიტოპოლსა და ზაპოროჟიეს ოლქში.

ამასთან, უკრაინელმა პარტიზანებმა FSB-ისა და რუსეთის ეროვნული გვარდიის სულ მცირე სამი ოფიცერი მოკლეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ISW-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს კუპიანსკი-კრემენაიას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან, ასევე, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე. თუმცა მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.