ISW: რუსები ავდეევკაში 6 მიმართულებით ახორციელებენ შეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ

ISW: რუსები ავდეევკაში 6 მიმართულებით ახორციელებენ შეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები ავდეევკაში ექვსი მიმართულებით ახორციელებენ შეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

"რუსი ოკუპანტები ავდეევკაში ექვსი მიმართულებით ახორციელებენ შეტევას. მძიმე ბრძოლები მიდის, მაგრამ [რუსები] წარმატებას ვერ აღწევენ.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა ნოვობახმუტოვკას აღმოსავლეთით (ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით 13 კმ) 30-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, ზამთრის რთული პირობები აიძულებს ორივე მხარეს, უფრო მეტად დაეყრდნოს სახმელეთო შეტევებს.