ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა კვლავ ირიბად შეარყია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტი და რეჟიმი.
"ვაგნერის ტერორისტული ჯგუფის ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა კვლავ ირიბად შეარყია რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტი და რეჟიმი. პრიგოჟინის კომენტარები სავარაუდოდ, პუტინისკენ არის მიმართული, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედია ასახავს ლიდერად, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებში და რიგითი რუსების ცხოვრებაში.
პრიგოჟინის თავდასხმები პუტინზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე - ვაგნერის მიღწევებით ტრაბახთან ერთად - შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პრიგოჟინი იმედგაცრუებულია იმით, რომ მან არ მიიღო დაპირებული კომპენსაცია ბახმუტისთვის ბრძოლაში "გამარჯვებისთვის", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ანალიტიკოსებით თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულად დააკმაყოფილოს პრიგოჟინის რადიკალური მოთხოვნები.