ISW: მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს ავდეევკაში ახალი ძალები გადაჰყავს

ISW: მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს ავდეევკაში ახალი ძალები გადაჰყავს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს ავდეევკაში ახალი ძალები გადაჰყავს.

"მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ახალი ძალები გადაჰყავს. რუსი სამხედრო ოფიცრების თქმით, 22 ოქტომბერს, ავდეევკას მიმართულებით ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

კიდევ ერთი სამხედრო კორესპონდენტი ირწმუნება, რომ ავდეევკას მიმართულებით უკრაინელების წინსვლის შესახებ ცნობები მცდარია", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის ცნობით, რუსული ძალები ავდეევკაში წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 20-მდე თავდასხმა მოიგერიეს.