დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხებამ რუსეთის ფედერაციას გზა გაუხსნა ერთდროულად სამი შეტევა წამოეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს.
კერძოდ, დახმარების შემცირებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პერსონალისა და აღჭურვილობის მომზადებაში კონტრშეტევითი ოპერაციების განახლებისთვის.
"დასავლეთის მიერ მიწოდებული აღჭურვილობის კრიტიკულმა დეფიციტმა და აშშ-ის მიერ მოწოდებული სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტის შიშმა აიძულა უკრაინის ჯარები შეემცირებინათ საბრძოლო მასალების რაოდენობა მთელ ფრონტზე, რამაც, სავარაუდოდ, ბიძგი მისცა რუსეთის ჯარებს ისარგებლონ სიტუაციით და წამოიწყონ შეზღუდული შეტევითი ოპერაციები ავდიივკის ტერიტორიის მიდამოებში", - აცხადებენ ISW ანალიტიკოსები.
ანალიტიკოსები ასევე ირწმუნებიან, რომ სწორედ სამხედრო დახმარების პრობლემებმა, განსაკუთრებით, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და კრიტიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების სიმცირემ, შეუშალა ხელი უკრაინელ სამხედროებს სათანადოდ მოეგერიებინათ რუსების შეტევები ავდიივკაზე, რის გამოც მოუწიათ ტერიტორიის დატოვება.
ISW-ის კვლევის მიხედვით, მუდმივად თავდაცვის რეჟიმზე გადასვლა 2024 წლის ბოლომდე უკრაინისთვის საზიანო იქნება.