ISW: ავდიივკას მიმართულებით უკრაინელები აქტიურად ანადგურებენ რუსულ ჯავშანმანქანებს

ISW: ავდიივკას მიმართულებით უკრაინელები აქტიურად ანადგურებენ რუსულ ჯავშანმანქანებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ავდიივკას მიმართულებით უკრაინული ძალები აქტიურად ანადგურებენ რუსულ ჯავშანმანქანებს.

"ავდიივკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აქტიურად ანადგურებენ რუსულ ჯავშანმანქანებს. ამ მიმართულებით ოკუპანტებმა 41 ჯავშანმანქანა დაკარგეს. 17 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ რუსული ჯარები თავს დაესხნენ ნეველსკოეს აღმოსავლეთით (ავდიივკას სამხრეთ-დასავლეთით).

ამასთან, ბრძოლები გრძელდება ავდიივკას ჩრდილო-დასავლეთით სტეპნოეს, ნოვოკალინოვოსა და ნოვობახმუტოვკას მახლობლად", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 374 520 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.