ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ავდეევკასთან სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი ძირს უთხრის რუსების შეტევით შესაძლებლობებს.
"რუსეთმა ავდეევკაზე თავდასხმისას მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და ეს, სავარაუდოდ, ძირს უთხრის მათ შეტევით შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამასთან, რუსეთის სარდლობამ ავდეევკაში დამატებითი ძალები გადაიყვანა, თუმცა რუსეთისთვის, სავარაუდოდ, რთული იქნება სამხედრო აღჭურვილობის, კერძოდ კი ჯავშანტექნიკის დანაკარგის კომპენსაცია", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ცნობებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად ცდილობენ ავდეევკას ალყაში მოქცევას, თუმცა უკრაინელი სამხედროები მტრის შეკავებას ახერხებენ.