IRI-ის კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს არჩევნები რომ იყოს, მოსახლეობის 20%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას, 19% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 14% - ნაციონალურ მოძრაობას, 3% - საქართველოსთვის, გირჩი - მეტი თავისუფლება - 3%, ლეიბორისტული პარტია - 2%, ლელო 2%, გირჩი - 2%, სტრატეგია აღმაშენებელი - 2% და ა.შ.
გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, პარტიების მხარდაჭერა ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 25%, ნაციონალური მოძრაობა, 12%, საქართველოსთვის - 3%, გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის - 3% და ა.შ.
ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომელ პარტიას არ დაუჭერდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში. პროცენტები ასე გადანაწილდა: ნაციონალური მოძრაობა - 39%, ქართული ოცნება - 34%, კონსერვატიული მოძრაობა ალტ ინფო - 16% და ა.შ.
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.