IRI-ის პრეზიდენტი: პრობლემური არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

IRI-ის პრეზიდენტი: პრობლემური არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც სენატორმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს "ფარსი" უწოდა.

"ძლიერი სენატორის ძლიერი სიტყვებია. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება, რა დევს სასწორზე - რადგან ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც ასეთი პრობლემური არჩევნები შეუძლებელს ხდის", - წერს ტვინინგი X-ზე.

***

31 ოქტომბერს, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ ხალხმა ღირსეული და კანონიერი პროცესის ნაცვლად ფარსი მიიღო.