IRI-ის მისიის ხელმძღვანელი: იყო ხმების მოსყიდვის არაიზოლირებული ინციდენტები

IRI-ის მისიის ხელმძღვანელი: იყო ხმების მოსყიდვის არაიზოლირებული ინციდენტები

საერთაშორისო რესპუბლიკური მისიის (IRI) სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჯონ შიმკუსი აღნიშნავს, რომ არჩევნების ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, თუმცა იყო ხმების მოსყიდვის, განმეორებით ხმის მიცემისა და მარკირების შეუმოწმებლობის შემთხვევები. ამის შესახებ მან მისიის დაკვირვების პირველადი შეფასებების წარდგენისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შიმკუსმა განაცხადა, ამჟამინდელი სამართლებრივი რეგულაციების ფონი არათანაბარ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს და ძალიან დიდ სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის. გარდა ამისა, მისიის წარმომადგენელმა ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ პირადობის მოწმობების შეგროვებაზე ისაუბრა. IRI-ს დამკვირვებლები იყვნენ 260 უბანზე, 42 სხვადასხვა რეგიონში

"დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ბევრი შემთხვევა იმისა, რომ ამომრჩევლების პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. გარდა ამისა, ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემების განვითარებას, ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო, შექმნა ზეწოლა, რომელმაც შემდეგ გამოხმაურება პოვა არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებში. [...]

მთლიანობაში, უბნებზე ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, თუმცა პრობლემები იქნა შემჩნეული ბიულეტენების დასკანერებასთან დაკავშირებით. ასევე, იყო გარკვეული შეშფოთებები ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, ასევე სისტემატური ზეწოლა, დათრგუნვა. ამან ყველაფერმა შექმნა შიშს გარემო. ასევე, არაიზოლირებული ინციდენტები იყო ხმების მოსყიდვის, ასევე, განმეორებით ხმების მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობა", - აღნიშნა ჯონ შიმკუსმა (სინქრონული თარგმანი).